თეგი: რუსი გენერალი

უკრაინული მედია: ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს

ხარკოვში რუსი გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, რუსეთის ფედერაციის 41-ე არმიის გენერალ მაიორი ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთის მეორე ომში, სირიის სამხედრო ოპერაციასა და ყირიმის ანექსიაში მონაწილეობდა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ჟიტომირის ოლქში, ნავთობის საცავებში ცეცხლი გაჩნდა

უკრაინამ დადასტურა, რომ პოპასნასთან ბრძოლების დროს რუსი გენერალ-მაიორი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ოფისის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა (StratCom) დაადასტურა, რომ რუსი გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი პოპასნასთან ბრძოლაში დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს გავრცელებული ინფორმაციით, კუტუზოვი მეოთხე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.